← მთავარი გვერდი

ჩვენ შესახებ

საქართველოს პრემიუმ დრონები არის XAG-ის ოფიციალური და ერთადერთი დილერი კავკასიის რეგიონში.

XAG-ის დრონის ტექნიკური დეტალები

ოფიციალური დილერი

რეალური საველე სამუშაოდან.

PDG-ს გამოცდილება დაიწყო რეალური საველე სამუშაოდან. ჩვენ ვიმუშავეთ XAG V40, P100 და P100 Pro პლატფორმებთან ქართულ პირობებში და პრაქტიკაში გავიარეთ ბატარეების, დამუხტვის, ნაწილების, სერვისისა და ოპერატორის მომზადების ყველა მთავარი საკითხი. დღეს ჩვენი მიზანია XAG ეკოსისტემის განვითარება საქართველოში და კავკასიის რეგიონში.

საწყობი და სერვისის მხარდაჭერა თბილისში. საველე გამოცდილება და ოპერაციები ლაგოდეხიდან.

დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსია XAG P150 MAX. გთავაზობთ XAG-ის სრულ ეკოსისტემას: დრონები, ბატარეები, დამტენები, გენერატორები, ნაწილები, სერვისი და სწავლება — ფერმერებისთვის, მომსახურე კომპანიებისა და სახელმწიფო და მუნიციპალური შემსყიდველებისთვის.

V40 · P100 · P100 Pro · P150 MAX

XAG მოდელების ხაზი

PDG-ს გამოცდილება დაიწყო რეალური საველე სამუშაოდან. ჩვენ ვიმუშავეთ XAG V40, P100 და P100 Pro პლატფორმებთან ქართულ პირობებში და პრაქტიკაში გავიარეთ ბატარეების, დამუხტვის, ნაწილების, სერვისისა და ოპერატორის მომზადების ყველა მთავარი საკითხი. დღეს ჩვენი მიზანია XAG ეკოსისტემის განვითარება საქართველოში და კავკასიის რეგიონში.

XAG P100 Pro

მარაგში არ არის

გამოცდილი პროფესიონალური პლატფორმა, რომელიც უკვე მუშაობდა ქართულ საველე პირობებში.

ბოლო პაკეტის ფასი
₾72,500 დრონი + 4 ბატარეა

XAG P100

მარაგში არ არის

ძლიერი სამუშაო დრონი დიდი ფართობებისა და მომსახურე გუნდებისთვის.

ბოლო პაკეტის ფასი
₾70,220 დრონი + 4 ბატარეა

XAG V40

მარაგში არ არის

კომპაქტური XAG პლატფორმა, რომელმაც PDG-ს პირველი რეალური საველე გამოცდილება მისცა.

ბოლო პაკეტის ფასი
₾38,500 დრონი + 2 ბატარეა
ათასობით ჰექტარი რეალურ სამუშაო პირობებში
2,900+ ჰა 2026 წლის სეზონში
თბილისი
საწყობი და სერვისი
ლაგოდეხი
საწყობი და საველე ოპერაციები

ხშირი კითხვები

რა არის შესაწამლი დრონი?

შესაწამლი დრონი არის სასოფლო-სამეურნეო დრონი, რომელიც ავტომატურად, GPS/RTK მარშრუტით წამლავს ნაკვეთს მცენარეთა დაცვის საშუალებებით. XAG P150 MAX ამასთან ერთად აფანტავს გრანულებს და გადააქვს ტვირთი.

რა განსხვავებაა დრონით შეწამვლასა და ჩვეულებრივ შეწამვლას შორის?

დრონი ნაკვეთზე არ შედის: არ ტკეპნის ნიადაგს და არ აზიანებს ნათესს, მუშაობს სველ ნიადაგზე და ფერდობზე, წამლავს ზუსტი ნორმით და ოპერატორი პრეპარატთან კონტაქტში არ არის. დოზა და პრეპარატი შეარჩიეთ აგრონომთან.

რა ღირს XAG P150 MAX საქართველოში?

XAG P150 MAX კომპლექტები: Starter — ₾75,999, Pro — ₾85,999, Business — ₾104,999. ყველა ფასი და შემადგენლობა იხილეთ მაღაზიაში.

სად შეიძლება XAG დრონის ნაწილების შეძენა?

Premium Drones Georgia-სთან — XAG-ის ოფიციალურ დილერთან. ორიგინალი ნაწილები, ბატარეები, დამტენები და გენერატორები საწყობშია საქართველოში, ფასები ლარში ჩანს მაღაზიაში.

აქვს თუ არა Premium Drones Georgia-ს სერვისი საქართველოში?

დიახ. ვაკეთებთ დიაგნოსტიკას, შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებას ორიგინალი ნაწილებით. სერვისი თბილისშია (წინასწარი ჩაწერით), საველე მხარდაჭერა — ლაგოდეხიდან.

გამოიყენება თუ არა P150 MAX ტვირთის გადასატანად?

დიახ. P150 MAX-ს გადააქვს 80 კგ-მდე ტვირთი — მაგალითად, მასალისა და აღჭურვილობის მისაწოდებლად ძნელად მისადგომ ადგილებში. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით.

შეუძლია თუ არა P150 MAX-ს გრანულების გაფანტვა?

დიახ. 115-ლიტრიანი გრანულების კონტეინერით P150 MAX აფანტავს გრანულირებულ სასუქს, თესლს და სხვა გრანულებს. მახასიათებლები იხილეთ P150 MAX-ის გვერდზე.

ასწავლით დრონის მართვას?

დიახ. PDG აკადემიაში ვასწავლით დრონის მართვასა და მოვლას პრაქტიკაში, ველზე.

მაგალითად: P150 MAX, ბატარეა, RTK, სერვისი